115-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლები გათავისუფლებული დირექტორის დაბრუნებას მოითხოვენ
11-04-2016, 03:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

115-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლები თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან შეხვედრას მართავენ. მშობლები გათავისუფლებული დირექტორის ნინო სიჭინავას დაბრუნებას ითხოვენ.

 

ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ ერთ-ერთმა მშობელმა ნინო ჩემიამ განუცხადა, რომ 115-ე ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მას არ ჰქონდა არავითარი დარღვევა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ თემურ თორდინავა მშობლების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, დავა სასამართლოში გაგრძელდება.

 

„ჩვენ არ დავუშვებთ უკანონობას და მოვითხოვთ ბაგა-ბაღში ნინო სიჭინავას დაბრუნებას. ჩვენ არ მივიღებთ სხვა დირექტორს, რადგან ქალბატონ ნინოს არ აქვს არავითარი დარღვევა. თუ არ დააბრუნებენ ნინო სიჭინავას, ვიჩივლებთ სასამართლოში“, - განაცხადა ნინო ჩემიამ.

 

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასა და 115-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი