საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, რომ ბოლო კვლევებმა „ქართული ოცნება“ შოკში ჩააგდო - მურმან დუმბაძე
11-04-2016, 03:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართულ ოცნებას“ ისე დაუვარდა რეიტინგი, რომ 51 %-ს კი არა, 30%-იან ბარიერსაც კი ვერ გადალახავენ. ამიტომაც ალაპარაკდნენ მეორე ტურზე“, - აღნიშნული განცხადება „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ გააკეთა.


მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ პარტიებს შორის პირველ ადგილზეც კი ვერ გავიდა.


„ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, რომლის ვინაობასაც ბუნებრივია არ დავასახელებ. ჩვენი საუბარი რამდენიმე დღის წინათ შედგა. მისი თქმით, ამ კვლევებმა „ქართული ოცნება“ შოკში ჩააგდო. დეპუტატი განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ პარტიებს შორის პირველ ადგილზეც კი ვერ გავიდა. იმის გამო რომ პირველ ადგილზე ვერ გავიდნენ, „ოცნებაში“ ძალიან შეწუხდნენ. მათ გააცნობიერეს რომ არ აქვთ ძველი მხარდაჭერა და მეორე ტურზე დაიწყეს ლაპარაკი," აცხადებს მურმან დუმბაძე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი