გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ლატვიაში ვიზიტი დასრულდა
11-04-2016, 03:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს გენერალ-ლეიტენანტმა რაიმონდს გრაუბემ უმასპინძლა. ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ლატვიის თავდაცვის მინისტრს რაიმონდს ბერგმანისს შეხვდა. შეხვედრებზე ლატვიასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 


გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ლატვიურ მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების დროსა და ვარშავაში დაგეგმილ სამიტზე ლატვიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც განიხილეს.

 


თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეროვნული გვარდიის შტაბს ესტუმრა, სადაც გვარდიის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა ლეონიდს კალნინსმა სტუმრებისთვის სპეციალური ბრიფინგი გამართა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი ანდრია გოცირიძე დაესწრო. მხარეებმა ლატვიასა და საქართველოს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

 


გენერალური შტაბის უფროსის შეფასებით, ლატვიაში ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

 


„შეხვედრები მეგობრულ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოვისმინეთ საინტერესო ბრიფინგი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დავსახეთ ურთიერთობის შემდგომი განვითარების გზები. საინტერესო შეხვედრა გვქონდა ლატვიის გვარდიაში, სადაც ასევე გაერთიანებულია კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი. ლატვიის გვარდიასთან, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ქართველი და ლატვიელი სპეციალისტების შემდგომი თანამშრომლობაც დაიგეგმა“, - განაცხადა გენარალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 


ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკ ოსკარს კალპაკსის მემორიალი გვირგვინით შეამკო და ლატვიის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზა დაათვალიერა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი