„“ნი ვიჟუ“ პოლიტიკის საპასუხოდ, რუსები ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სასაზღვრო დაფაზე“ ასეთ წარწერას გააკეთებენ - „გოსუდარსტვენაია გრანიცა როსისკოი ფედერაციი“!
24-06-2014, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის ბიბილოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ რეფერენდუმს ჩაატარებენ და მის შედეგებზე დაყრდნობით რუსეთის ფედერაციაში შესვლას მოითხოვს ოსური მოსახლება, ამას, საქართველოს ხელისუფლებამ "ნი ვიჟუ" ("სირაქლემა") პოლიტიკა არ უნდა დაუპირისპიროს!

 


ცხადია, რუსეთის ფედერაციაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის "შესვლის" ეს თემა მოსკოვის შემოგდებულია, აკი, სურკოვიც ჩასულა ცხინვალში. ასე რომ, საქმე სერიოზულადაა და თუ, მხოლოდ იმით ინუგეშებს თავს საქართველოს ხელისუფლება, რომ ეს აქტი საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგებაო, ეს ვერ დაგვიცავს იმისგან, რაც შეიძლება განვითარდეს! დიახ, ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, ვისაც პოლიტიკური განჭვრეტის ან ელემენტარული წარმოსახვის უნარი არ გააჩნია, მათ საყურადღებოდ მოგახსენებთ მოვლენების მოსალოდნელი განვითარების შესახებ, რომელიც დასრულდება იმით, რომ - ქ.გორის სიახლოვეს, ავტობანიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, რუსები, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საზღვრის" აღმნიშვნელი წარწერის ნაცვლად, "სასაზღვრო დაფაზე" ასეთ წარწერას გააკეთებენ - "გოსუდარსტვენაია გრანიცა როსისკოი ფედერაციი"!

 

 

მავანს, ნუთუ ვერაფერი ასწავლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ?! დააკვირდით, არათუ ოკუპირება, არამედ ვეებერთელა უკრაინის (მოსახლეობა, 46 მილიონი) ნაწილის ანექსია განახორციელა რუსეთმა, არაფრად ჩააგდო "საერთაშორისო სამართალი" და საპასუხოდ, დასავლეთი მხოლოდ ეკონომიკური სანქციებით შემოიფარგლა! გარდა ამისა, დასავლეთი არ ურჩევს უკრაინას, რომ მან გაწყვიტოს დიპურთიერთობა რუსეთთან და მხოლოდ, დიალოგის გზით შეეცადოს პრობლემების მოგვარებას!

 

 

ჩვენ, ქართველებს კი, რისი იმედი გვაქვს, თუ არა დიალოგისა, აკი უკრაინას სულ ამას უკიჟინებენ დასავლეთში, რომ დიალოგია საჭირო აგრესორ რუსეთთანო. რატომ არ ვიწყებთ ამ პროცესს, ვის ინტერესებშია, რომ ქართულ-რუსული შეხვედრა არ შედგეს უმაღლეს დონეზე?! აგერ, საფრანგეთში საერთაშორისო ფორუმზე, ლამის რეზიდენციის ეზოში "შეახვედრა და ალაპარაკა 15 წუთი" ერთმანეთთან, კანცლერმა მერკელმა - პრეზიდენტები პუტინი და პოროშენკო. ქართველებმა რა დავაშავეთ, თუ საქართველოს "სხვა დანიშნულება აქვს" ვიღაცეებისთვის უცხოეთში და ამ "დავალებას" ასრულებს "ვიღაცეები", აქ, საქართველოში?! მოკლედ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ასეთი საგარეო სტრატეგიით არაფრით განსხვავდება სააკაშვილის რეჟიმისგან, უბრალოდ რიტორიკაა შერბილებული რუსეთისადმი და მასთან (კარასინი) სასაუბროდ ჰუმანიტარულ-სავაჭრო საკითხებზე გამწესებულია ბ-ნი აბაშიძე, ეგ არის და ეგ!

 

 

ეს ყოველივე ძვირად დაგვიჯდება, თუ მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით ვიაქტიურეთ (ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, ნატო-ს უელსის სამიტი და სხვა), ხოლო ჩრდილოეთს "დემონსტრაციულად ზურგი ვაქციეთ". რეალური საშიშროება ის გახლავთ, რომ აი, სწორედ "ამ შექცეულ ზურგზე" არ დაგვაწეროს ის წარწერა რუსეთმა, რაც ზევით მოვიყვანე, - არამარტო შიდა ქართლში, არამედ ენგურის გასწვრივაც! ეს, რომ არ მოხდეს, ამიტომაა საჭირო აბაშიძე-კარასინის პრაღის შეხვედრაზე ივლისში, უკვე დაიწყოს საუბარი ქართულ-რუსული შეხვედრის თაობაზე, უმაღლეს დონეზე!..

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი