პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნი გიგლა ბარამიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც მთავრობის მხრიდან პრეზიდენტისადმი ურთიერთობების დათბობა განაპირობა. მისი თქმით, ეს იმის შედეგია, რომ "თავზე ჩამოემხოთ კოალიცია და იძულებული შეიქნენ, კონსტრუქციულები გამხდარიყვნენ." ამის შესახებ ბარამიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, კოალიციაში ვაჭრობა მიმდინარეობს და გარკვეულ მინისტრებს, არჩევნებამდე პორტფელების შენარჩუნება სურთ.
„შეხედეთ, რა ხდება კოალიციაში, ზოგი პარტია თან გამოვიდა იქიდან, თან არ უნდა წამოსვლა. ელიავას ბაზრობის დონეზე მიდის ვაჭრობა. ამ ადამიანებს სურთ, რომ რამენაირად არჩევნებამდე შეინარჩუნონ მინისტრის სავარძლები, მაგრამ მათ ადრე მოუწევთ წასვლა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სადღაც 1,5 თვეში მოხდება ცვლილებები. მათ ან პრემიერი გაუშვებს პოსტებიდან, ან თავად ამ მინისტრებს გაუჩენენ წასვლის სურვილს და ისინი საკუთარი ხელით დაწერენ განცხადებებს.
ვერ ვიტყვი, რომ ჩიტმა ამბავი მომიტანა, მაგრამ, ვითარებიდან გამომდინარე, გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე ამ საკითხზე გაიარა მოთელვა. აქამდე მთავრობა პრეზიდენტს დიდად არ სწყალობდა, ახლა თავზე ჩამოემხოთ კოალიცია და იძულებული შეიქნენ, კონსტრუქციულები გამხდარიყვნენ. სულ ცოტა ხანში უმრავლესობაც დაეშლებათ და დასჭირდათ პრეზიდენტი, რომელიღაცა მხრიდან ზურგი ხომ უნდა გაიმაგრონ.
კვირიკაშვილმა, ალბათ, გაარკვია, რამდენად ექნება მინისტრების შეცვლის საკითხში პრეზიდენტის მხარდაჭერა," განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.