ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს საქართველოს მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოების კუთხით არსებულ უდიდეს პოტენციალზე და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციის მოზიდვისა მიმართულებით.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში, რომლის ინვესტიციები სხვადასხვა სექტორში 700 მილიონ დოლარს შეადგენს. 2015 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვამ გადააჭარბა 240 მილიონ აშშ დოლარს, რაც ექვსი პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს.
არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრმა, დუბაის მმართველ შეიხმა, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ არაბი ინვესტორების ინეტერესი საქართველოს ბაზრის მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდება.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.