დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც გარანტირებულად სამართლიან, ღია, პატიოსან საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარდება, ჩვენი პარტნიორებისგან და მოკავშირეებისგან მხარდაჭერის მკაფიო სიტყვებს მოვისმენთ, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გააკეთა.
დეპუტატი ნატო-ს ვარშავის სამიტამდე განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბრობს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილებას არ წარმოადგენს და ეს არის ქვეყნის ურყევი ნება, არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.
თედო ჯაფარიძის განცხადებით, ნებისმიერი საუბრები იმაზე, რომ საქართველომ შესაძლოა თავისი კურსიდან გადაუხვიოს, არის შეუსაბამო, ხოლო დისკუსიები ამ თემაზე სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებაში თავისუფალი აზრის გამოხატულების ცხადი მაგალითი.
დეპუტატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ეს კარგად უნდა გაიგოს და მიიღოს რუსეთმა.
თედო ჯაფარიძეს სჯერა, რომ ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებები და მათი განხორციელების პროცესი ჩვენს ქვეყანას გახდის უფრო ძლიერს, დემოკრატიულს, სტაბილურს, შინაარსიანს, ფუნქციონალურს, ანუ ჭეშმარიტად ევროპულს.
გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებიდან:
”ნატო-ს ვარშავის სამიტამდე, რომლის მოახლოებასთან ერთად, საქართველო დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს, მინდა კიდევ ერთხელ ცხადად განვაცხადო ჩვენი ქვეყნის მტკიცე და ურყევი კურსის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ეს კურსი არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილებას. ეს არის ჩვენის ქვეყნის ურყევი ნება, არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ეს კურსი ჩვენს ფასეულობებს, ჩვენს თვითმყოფადობას შეესაბამება. სწორედ ამიტომ ყველა საწინააღმდეგო მოსაზრება უსაფუძვლოა და პესპექტივა არ აქვს.“ - აცხადებს თედო ჯაფარიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.