საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის საკითხზე კონსულტაციები მასთან გაიმართოს.
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო სიის შედგენაში ჩართული არ არის.
„მე შემიძლია, ცალსახად გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის ჩემთვის უცნობია რაიმე სახის კონსულტაცია ჩემს შესახებ, ისევე, როგორც მე არ ვარ ჩართული წინასაარჩევნო სიის შედგენაში. თუმცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა, ვფიქრობ, ეს საპასუხისმგებლო საკითხია და კონსულტაციები ალბათ იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.