"ჩვენი ანალიზი იმას აჩვენებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს" - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით.
"სწორედ საქართველოს უსაფრთხო, სტაბილური განვითარების საწყისი არის ჩვენს ევროპულ არჩევანში. ეს საქართველოს საზოგადოების დიდი უმრავლესობით არის მხარდაჭერილი. შესაბამისად ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა გაგრძელდება და იქნება ისეთივე წარმატებული, რაც განაპირობებს საზოგადოების მზარდ მხარდაჭერას”, - განაცხადა ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.