გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის, ზურაბ გამეზარდაშვილის ცოლის ძმა, ლაშა შავკაციშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ბრალდებით მამაკაცის დაკავება დაადასტურა, თუმცა კომენტარი დაკავებული პირის მინისტრის მოადგილესთან ნათესაური კავშირის შესახებ არ გაკეთებულა.
შსს-ს ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით , რაც განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.