“ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით; ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია მდგრადი გრძელვადიანი განვითარება და ინკლუზიური ზრდა,”- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუბაის მეექვსე ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
დუბაიში მეექვსე ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრა ოფიციალურად გაიხსნა.
გიორგი კვირიკაშვილმა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მთავრობების როლს აღნიშნულ პროცესში.
“დღეს ჩვენ, როგორც ქვეყნების მმართველები, ვაწყდებით რთულ გამოწვევებს და მზარდ მოთხოვნებს. ეს გამოწვევები თავს იჩენს, როცა ეკონომიკა, საზოგადოება და გარემო განიცდის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას. ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ეფექტიანობა რთულ, ურთიერთდაკავშირებულ და სწრაფად ცვალებად გარემოში. ქვეყნებმა უნდა შეცვალონ თავიანთი მმართველობის სტრუქტურები, გახდნენ უფრო ღია და ჩართონ საზოგადოება და კერძო სექტორი გაუმჯობესებული და მდგრადი საჯარო მომსახურების უზრუნველყოფაში. 21-ე საუკუნე მთელს საზოგადოებას უკანონებს ახალ წესებს და ამ პროცესში მთავრობებმა უნდა შეასრულონ ლიდერის როლი,” - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.
“როგორც იცით, საქართველო არის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც დღეს კონცენტრირებულია თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე, სადაც უზრუნველყოფილია ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტები და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა,” - აღნიშნა პრემიერმა.
მისი განმარტებით, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი ყოვლისმომცველია - ეკონომიკური განვითარება, განათლების სისტემის რეფორმა, ინფრასტრუქტურული განვითარება და ღია მმართველობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.