ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ყიფშიძის ადვოკატებმა, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
ყიფშიძის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ შეუფარდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.
”ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს. ბრალის კვალიფიკაციაც არ არის სწორად განსაზღვრული. გარდა ამისა, უსაფუძვლოა ის საფრთხეებიც, რომლითაც საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა. ამიტომ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს”, - განაცხადა ველიჯანაშვილმა.
ვასილ ლელუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით კი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღის ბოლომდე გაასაჩივრებს. გასაჩივრებას აპირებენ სხვა ბრალდებულების ადვოკატებიც.
სასამართლომ ე.წ. უკანონო მოსმენის საქმეზე დაკავებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 აპრილს შეუფარდა.
პატიმრობა შეეფარდათ: შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რევაზ შიუკაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან ზაალიშვილს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ყიფშიძეს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილ უფროსს ზურაბ პავლიაშვილს და შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილ მოადგილეს გიგლა შიოშვილს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.