ცხინვალი არის ოკუპირებული ტერიტორია და ყველა პროცესი, მათ შორის ე.წ. რეფერენდუმი არის არალეგიტიმური, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა.
”ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება. ძალიან ხშირად თვითონ თიბილოვი აღნიშნავს, რომ თითქოს ოსი ხალხის პირველი ამოცანა - დამოუკიდებლობა, არის მიღწეული, ხოლო მეორე ამოცანა და ოცნება არის რუსეთთან შეერთება. ეს თავისთავად წინააღმდეგობრივია, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ეს პროცესი მთლიანად გამოიყენება ერთი დანიშნულებით - ეს არის საქართველოს პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა.
პოლიტიკურად ეს განწირულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მათი პოზიცია არის ცალსახა - ეს არის არაღიარების პოლიტიკა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ეს ე.წ. რეფერენდუმი პრაქტიკაშიც ვერანაიარად ვერ დაუკავშირდება ვინმეს ნებას, იმიტომ, რომ ეს რეგიონი ფაქტობრივად დაცლილია მოსახლეობისგან. 90-იანი წლების კონფლიქტამდე მოსახლეობის 80% დღეს აღარ ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში, აქედან უმეტესობა გამოდევნილია, მაგრამ სხვებმა დატოვეს იმიტომ, რომ არის თვითოზილირებული რეგიონი”, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, - ამის შესახებ ე.წ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.