საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ,,იბერია სითი“-ს დირექტორი დააკავეს
25-06-2014, 03:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამშენებლო კომპანა შპს ,,იბერია სითი"-ს დირექტორი გიორგი გოგიბერიძე დააკავეს.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გოგიბერიძე მის კუთვნილებაში მყოფი სამშენებლო კომპანიის, შპს ,,იბერია სითი"-ს სახელით 2005-2008 წლებში მოქალაქეებთან ხელშეკრულებებს აფორმებდა, რის საფუძველზეც იგი იღებდა ვალდებულებას, რომ ხელშკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გადახდის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ,,ა" და ,,ბ" კორპუსს ააშენებდა, აშენების შემდეგ კი ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ბინებს (შესაბამისი ფართებით) საკუთრებაში კონტრაქტორ მოქალაქეებს გადაუფორმებდა.

 

 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ნაკისრი ვალდებულებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების მიუხედავად, საცხოვრებელი კორპუსების აშენების შემდეგ, გიორგი გოგიბერიძემ აღნიშნული ბინები მოტყუებით, თითქოს და მის საკუთრებას წარმოადგენდა, იპოთეკით დატვირთა და შემდგომში გაასხვისა სხვა, არაკონტრაქტორ მოქალაქეებზე.

 

 

სამსახურის ცნობით, აღნიშნული გზით გიორგი გოგიბერიძემ დამატებით მიიღო უკანონო შემოსავალი და 2005-2008 წლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას, 1 626 291 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლა, რამაც კონტრაქტორი მოქალაქეები მნიშვნელოვანად დააზარალა.

 

 

ამ ეტაპზე, დადგენილია ათეულობით მოქალაქის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. გამოძიება. ასევე, ზემოხსენებულ საცხოვრებელ კორპუსებსა და ასევე, გოგიბერიძის მიერ აშენებულ სხვა საცხოვრებელ კორპუსებში განთავსებული ბინების განკარგვის კანონიერების შემოწმების მიზნით გრძელდება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი