შალვა ნათელაშვილი პროკურატურას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისაკენ მოუწოდებს
11-04-2016, 08:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პროკურატურას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ "ოფშორულ ზონებში მილიარდიანი კომპანიების გადამალვის ფაქტზე" სისხლის სამართლის საქმის აღძვრისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის მიმართვას აპირებს.


“როგორც ცნობილი გახდა საერთაშორისო საგამოძიებო კვლევებით, საქართველოს ექს-პრემიერ მინისტრს, ქვეყნის დე-ფაქტო მმართველს, ბიძინა ივანიშვილს დაუდგინდა ოფშორულ ზონებში მილიარდიანი კომპანიების გადამალვის ფაქტი და ამ გარემოებებზე, საქართველოს პროკურატურაში სისხლის სმართლის საქმეც კი არ აღუძრავთ მაშინ, როდესაც მთელი რიგი ქვეყნების პრემიერები ანალოგიურ დანაშაულზე უკვე გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან.


მე მოვუწოდებ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, აღძრას სისხლის სამართლის საქმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარაციაში ქონების გადამალვისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე, იმ დანაშაულზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 355-ე მუხლებით.


წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით იძულებულნი, უახლოეს ხანში მივმართოთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, რათა ბატონი ივანიშვილი პასუხისგებაში მიეცეს არა მარტო ოფშორებში შავი ფულის გადამალვის ბრალდებით, არამედ ანგოლაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და საყდრისის აფეთქების ფაქტებზე, რაც ასევე საერთაშორისო დანაშაულია," აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი