საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რუსეთის ვიზებზე მოთხოვნის გაზრდის გამო, მოსკოვი შვეიცარიას სთხოვს გაზარდოს რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთა რაოდენობა თბილისში.
რუსული მედიის ცნობით, ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„მკვეთრად გაიზარდა ვიზებზე განაცხადის რაოდენობა, ამიტომაც ჩვენ გვსურს შვეიცარიელი კოლეგებისგან მხარდაჭერა, რათა თბილისში მდებარე ჩვენი საკონსულოს შტატი რამდენიმე თანამდებობით გავზარდოთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა შვეიცარიის საგარეო მინისტრ დიდიე ბურკჰალტერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი სხვადასხვა კატეგორიის ვიზებს გასცემს ტურისტულის გარდა, მათ შორის ნათესავების მოწვევის გარეშე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.