შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის ჩამოგდების შედეგებისთვის მოუმზადებლობა და შემდგომი წარუმატებელი პერიოდი მისი პრეზიდენტობის ყველაზე ცუდი შეცდომა იყო, თუმცა ამის მიუხედავად ლიბიაში ინტერვენცია "მართებულად გადადგმული ნაბიჯი" იყო.
ამის შესახებ ობამამ Fox News-სთან საუბრისას განაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა 2011 წელს სამოქალაქო პირების დაცვის მიზნით ლიბიაზე დარტყმები მიიტანეს. ლიბიის ყოფილი ლიდერის მოკვლის შემდეგ კი ლიბია ქაოსში ჩაეფლო და ორი ურთიერთდაპირისპირებული პარლამენტი და მთავრობა ჩამოყალიბდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.