მანანა კობახიძე: NDI- ის კვლევებში რაიმე განსაკუთრებულ აღმოჩენას ვერ ვხედავ
11-04-2016, 10:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მანანა კობახიძე NDI-ის კვლევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ NDI-ის თუ სხვა რომელიმე სოციოლოგიური კვლევის გარეშე, მთავრობის მთავარი ამოცანაა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

 

კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს აქტიური შეხვედრები აქვს საზოგადოებასთან და ინფორმირებულია მოსახლეობის უპირველესი პრობლემების შესახებ.

”ჩვენ ძალიან აქტიური შეხვედრები გვაქვს საზოგადოებასთან და ნამდვილად ვიცით, რომ მოსახლეობისთვის პირველი პრობლემა არის სამუშაო ადგილები, სიღარიბის დაძლევა და მთავრობის მთელი ძალისხმევა მიმართულია ამ პრობლემების დაძლევისკენ. ეს პოლიტიკა გაგრძელდება. ყოველგვარი NDI-ის თუ სხვა რომელიმე სოციოლოგიური კვლევის გარეშე, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაჯანსაღებას და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის სოციალური პრობელმების გადაწყვეტას. ეს თემა ახალი არ არის. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებულ აღმოჩენას მე ამ კვლევებში ვერ ვხედავ”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი