შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, თარხან გასვიანის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, თარხან გასვიანის მტკიცებით, მას ფიზიკურად სამართალდამცველი გაუსწორდა.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინათ ფალიაშვილის ქუჩაზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე პირმა გააჩერა, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გასვიანის თქმით, მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.