დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი იმედოვნებს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნატო-ს უელსის სამიტზე დაფასდება.
როგორც მან ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია.
"რაც შეეხება უელსის სამიტს, შევიმუშავებთ დღის წესრიგს. ალიანსის "ღია კარის" პოლიტიკა მნიშნელოვანი ფაქტორია. ბევრი ქვეყანაა, რომლებმაც დიდი პროგრესი განიცადეს, მათ შორის, საქართველო ერთ-ერთია. იმედი მაქვს, ეს პროგრესი უელსის სამიტზე აღიარებული იქნება" - განაცხადა უილიამ ჰეიგმა.
ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს. მინისტერიალი ნატო-ს შტაბ-ბინაში თავად ალიანსის გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის სიტყვით გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.