დაბა მესტიაში 280 ძირი არყის ხის, დეკორატიული ფიჭვისა და ნაძვის ხის ნერგები დაირგო
12-04-2016, 02:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამწვანების აქცია ჩაატარა. დაბა მესტიაში 280 ძირი არყის ხის, დეკორატიული ფიჭვისა და ნაძვის ხის ნერგები დაირგო, რომელიც გამგეობას საჩუქრად გადაეცა.


გამწვანების აქცია, მთელი საქართველოს მასშტაბით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება. აქციის ფარგლებში, შეირჩა მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები, რომლებსაც გადაეცათ ურბანული გამწვანების ნერგები.


დაბა მესტიაში, გამწვანებისთვის ადგილები საჭიროების მიხედვით შეირჩა.


ნერგები დაირგო, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ეზოში, მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და მესტიის N1 საჯარო სკოლის ეზოში, ასევე სასაზღვრო პოლიციის N9 მესტიის სამმართველოსა და სსიპ - საგანგებო სიტუაციების მმართვის სააგენტო მესტიის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ეზოებში და ბორია კახიანის ქუჩაზე მდებარე საბავშვო სკვერში. ნერგების გადაეცემა ასევე, მესტიის N2 საჯარო სკოლასაც.


აქციაში მონაწილეობა მიიღეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, გამგებლის მოადგილემ, გამგეობისა და ა.(ა).ი.პ „მესტია დასუფთავების“ თანამშრომლებმა, ასევე სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი