CNN: პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილები ევრო 2016-ის მატჩებზე თავდასხმას გეგმავდნენ
12-04-2016, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილები 2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე საფრანგეთში თავდასხმას გეგმავდნენ. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ გამომძიებლებს ტერორიზმში ეჭვმიტანილმა, მუჰამედ აბრინიმ განუცხადა. მისივე თქმით, პარიზის ტერაქტში ბრალდებული, სალაჰ აბდესლამის დაკავების გამო, მათ გადაწყვიტეს თავდასხმა ბრიუსელშივე განეხორციელებინათ.

 


გავრცელებულიინფორმაციით, ბრიუსელის ტერაქტში მონაწილე იბრაჰიმ და ხალიდ ელ-ბაკრაუიების კომპიუტერში აღმოაჩინეს 16-წუთიანი აუდიო ფაილი, სადაც ბრიუსელის ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთი პირი სამომავლო თავდასხმებზე საუბრობს, რომლის განხორციელებასაც საფრანგეთსა და ბელგიაში გეგმავდნენ.

 


გამომძიებლების ცნობით, ხმა, სავარაუდოდ, ნაჯიმ ლააჩრაუის ეკუთვნის.

 

 

ევრო 2016 საფრანგეთში 10 ივნისიდან 10 ივლისამდე გაგრძელდება. საფეხბურთო მატჩებზე უსაფრთხოების ზომებს განსაკუთრებული სიმკაცრით დაიცავენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი