დავით უსუფაშვილი: "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
25-06-2014, 04:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე მოიპოვა სრულიად დამაჯერებელი გამარჯვება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ტელეიმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.

 


უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. "ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა არჩევნებზე, რომელიც არის უპრეცედენტო, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული რესურსი იყო სრულიად გამოთიშული ერთი პარტიის მხარდასაჭერად, მედია იყო თავისუფალი. და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - "ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა პირველი არჩევნები ბიძინა ივანიშვილის გარეშე, მისგან საარჩევნო კამპანიის პირობებში არ მოგვისმენია არც ერთი სიტყვა "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად, შესაბამისად, ეს არჩევნები იყო კოალიციის სერიოზული გამოცდა იმ პირობებში, როდესაც ყველამ ვიცით, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი, პირადად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იყო ძალიან სერიოზული. ეს ნიშნავს, რომ კოალიციამ, უკვე პოლიტიკურმა გუნდმა, მოახერხა ის, რომ ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე მოიპოვა სრულიად დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც კოალიციას საშუალებას აძლევს ყველა ქალაქში, სოფელში განახორციელოს თავისი პოლიტიკა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


პარლამენტის თავმჯდომარემ ამომრჩეველთა აქტივობის შესახებაც ისაუბრა და დაბალი აქტივობა რამდენიმე მიზეზით ახსნა. "ასე მარტივად ვერ ვიტყვით, რომ არ მოვიდა ხალხი და რა ვქნათ. ამას გაანალიზება სჭირდება. ამას აქვს ჩემი აზრით რამოდენიმე მიზეზი. პირველი - საქართველოს ხელისუფლებას არ გაუტარებია არანაირი ღონისძიება იმისთვის, რომ გამოეყენებინა ადმინისტრაციული რესურსი მოქლაქეების არჩევნებზე მოსასვლელად, მეორე - ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს თავიანთი მაქსიმუმი, რისი მიღებაც შეეძლოთ. არჩევნებზე არ მოვიდა ადამიანების საკმაოდ სერიოზული ნაწილი, რომელთათვისაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში "ქართული ოცნების" გარდა სხვა მომხიბვლელი და მისაღები პოლიტიკური სუბიექტი არ ჩანს, ანუ სხვასთან არ წავიდა, მაგრამ "ქართულ ოცნებას" არმოსვლით გამოგვიგზავნა ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ ისინი ჩვენგან ელიან მეტს. ამიტომ ჩვენთვის ძალიან სერიოზულია ის მხარდაჭერა, რაც გამოხატულია არჩევნების შედეგებში. ეს არის ოპტიმალური, რომ ჩვენ ჩვენი საქმე ძალიან კარგად გავაკეთოთ. არ გვქონდეს თვითკმაყოფილების, მოდუნების, ქედმაღლობის განცდა. მე ამას პროტესტს არ დავარქმევდი, ამას დავარქმევდი კეთილგანწყობილ გაფრთხილებას",-განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი