მიხეილ მაჭავარიანი: კვირიკაშვილის დანიშვნის 100 დღეს საქართველო ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდით ხვდება
12-04-2016, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის 100 დღე შეაფასა.

 

მაჭავარიანმა განმარტა, რომ კვირიკაშვილი, როდესაც ეკონომიკის მინისტრი იყო, მან და მთავრობამ არაერთი მავნებლური გადაწყვეტილება მიიღეს ქვეყნის ეკონომიკისთვის.

 

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერად დანიშნა, 100 დღე გავიდა. რით ხვდება საქართველო კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნიდან 100 დღეს? ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც დაფიქსირებულა. ყველაზე მაღალი საშინაო და საგარეო ვალი, რაც საქართველოში დაფიქსირებულა. ეს არის 15 მილიარდი დოლარი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მაქსიმუმი. ყველაზე დაბალი ექსპორტის მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში - 2011 წელს იყო - 291 მილიონი დოლარი, ხოლო 2016 წელს არის 281 მილიონი დოლარი, ეს მაშინ, როცა 2011 წელს არც რუსული ბაზარი იყო ღია და არც ასოცირების ხელშეკრულება“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

 

მისივე განცხადებით, კვირიკაშვილი ხალხს მოგების გადასახადს პირდებოდა.

 

„შემოიტანეს კანონპროექტი, რომელშიც ისეთი რეგულაციები იყო, რომ მისი მიღებისთვის ბიზნესიც კი არ იყო მზად. არ შემოუტანიათ არანაირი კანონპროექტი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე. მათ არ აქვთ არანაირი ხედვა, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ ეკონომიკური კრიზისიდან“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   შოთა
      
ნაწილობრივ ვეთანხმები მიხეილ მაჭავარიანის შეფასებას,მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და არ შეიძლება არ აღვნიშნოთ კვირიკაშვილის მცდელობა დადებითი მუხტი შემოიტანოს ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებში.თუმცა მარტო მცდელობა არაფერს შველის და საზოგადოებაში უიმედობის განცდა მატულობს...
12 აპრილი 2016 11:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი