„2016 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 50-მდე პროექტი განხორციელდება“ - განაცხადა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ guardian.ge-სთან საუბრისას.
ცაბაძის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელებას ჯამში 260 000 ლარი მოხმარდება.
„მნიშვნელოვანი თანხები არ აქვს წელს ასპინძის მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი და განსახორციელებელი.
ვაპირებთ სამი სოფლის მოთხოვნის შესაბამისად, საძოვრებზე სარწყურებელი გავაკეთოთ. უნდა გაკეთდეს ასევე სანიაღვრე არხები, წყლის სათავე-ნაგებობები, ჯამში დაახლოებით, 50-მდე პროექტი განხორციელდება.
ამ ეტაპზე, სოფლის კრებები დავასრულეთ, მოსახლეობამ გამოყო პრიორიტეტები, აღნიშნული პრიორიტეტები გამგეობამ უკვე გადააგზავნა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სამინისტროდან პასუხების დაბრუნების შემდეგ კი გამოვაცხადებთ ტენდერებს თითოეულ პროექტზე, გამოვლინდებიან გამარჯვებულები და პროექტების რეალიზება, სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება“ - აღნიშნა ლევან ცაბაძემ guardian.ge-სთან საუბრისას და დაამატა, რომ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, მუნიციპალიტეტი წელს აქცენტს მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარებაზე აკეთებს და იმედოვნებს, რომ სპორტისა და კულტურის კუთხით, ასპინძა სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის კარგი მაგალითი გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.