მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
12-04-2016, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა, ქალაქ მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 


დეპარტამენტის ცნობით, ტაძართან მისასვლელ გზაზე ერთ დროს არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანად დაშლილი იყო. აღნიშნული მონაკევთის რეაბილიტაციის შედეგად, მომლოცველები და ტურისტები ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძართან განახლებული და კომფორტული გზით მივლენ. ასევე, გაუმჯობესდება ტაძრის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნაგებობებთან მისასვლელი გზაც.

 

 

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, ეზოში შესასვლელების, ავტომანქანების გასაჩერებელი მოედნის, კიუვეტებისა და მიერთებების მოწყობა-რეაბილიტაცია. ასევე, საგზაო ნიშნების, ზღუდარების, მიმმართველი ბოძკინტების დამონტაჟება და სავალი ნაწილის მონიშვნა.

ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის, გაბიონებისა და ბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოები.

 

 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 441 ათას 470 ლარია. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი