უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო შეიძლება საავადმყოფოში გადაიყვანონ. სავჩენკოს ადვოკატის, მარკ ფეიგინის განცხადებით, სავჩენკოს სრულყოფილი მკურნალობის კურსის ჩატარება ესაჭიროება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
ადვოკატის ინფორმაციით, ის შესაძლოა 15 აპრილს კლინიკაში გადაიყვანონ.
”სისხლის ანალიზების უარყოფითი პასუხებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული სავჩენკოს თრომბი განუვითარდეს”, - განაცხადა ადვოკატმა, რომლის განმარტებითაც, სავჩენკო მკურნალობის კურსის ჩატარებასა და მშრალი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.