საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ე.წ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებას პროვოკაციულ მცდელობად მიიჩნევს.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ აღნიშნულ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული და სამართლებრივი ძალა. მსგავსი სახის მოწოდებები ჩვენ არა ერთხელ გვსმენია და ძალიან სამწუხაროა, რომ ამჟამად კიდევ ერთხელ გაისმა მსგავსი სახის მოწოდება. ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეულწილად პროვოკაციული მცდელობა რომ გავლენა მოახდინონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ეს არის მცდელობა მცოცხავი ანექსიის გაგრძელების და ბუნებრივია, ჩვენი რეაქცია იქნება ის, რომ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას აღიკვეთოს ეს ფაქტობრივი ანექსიის გაგრძელების მცდელობა და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ“, - განაცახადა დავით ზალკალიანმა.
ე.წ სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, - ამის შესახებ ე.წ პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.