Freedom House - სახელმწიფო საქმეებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის დონის გაუმჭვირვალობა დაძაბულობისა და არეულობის მუდმივი მიზეზია
12-04-2016, 04:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

Freedom House-ის ანგარიშში სახელწოდებით „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016“ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საააკაშვილის შესახებაც არის საუბარი.


საქართველოში ეროვნული დემოკრატიული მმართველობის მდგომარეობის აღწერისას, ავტორი წერს, რომ, ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.


„სახელმწიფო საქმეებში მისი ჩარევის დონის გაუმჭვირვალობა დაძაბულობისა და არეულობის მუდმივი მიზეზია“, - წერს მაიკლ ჩეჩირე და იქვე აღნიშნავს, რომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეობა აღარ აქვს, კვლავ მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში „ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან“ ერთად.


თავში, რომელშიც აღწერილია საქართველოში ეროვნული დემოკრატიული მმართველობის დონე, ნათქვამია, რომ ქართული საზოგადოების ზოგიერთი სეგმენტი სულ უფრო ხშირად ემხრობა პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას, აღნიშნულ ძალებს კი, მიღებული მოსაზრებით, აფინანსებს მოსკოვი იმ მოტივით, რომ "გაზარდოს გავლენა საქართველოზე და მოახდინოს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია“.


ანგარიშის თანახმად, წელს დაგეგმილი არჩევნები განსაკუთრებით კონკურენტუნარიანი იქნება იმის ფონზე, რომ ამომრჩევლის უმეტესობა გარკვეული ჯერ არ არის. ამას უწყობს ასევე ხელს მზარდი ანტიდასავლური განწყობები და და ანტიდასავლური პოლიტიკის მხარდაჭერის გაზრდაც.


საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობა დადებითად ფასდება, თუმცა ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამა თუ იმ პარტიას, მოძრაობას თუ პიროვნებას ეკუთვნის.


გარდა ამისა, ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმანეთთან როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებიც.


„არსებობს ასევე სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფები სულ უფრო ხშირად აფინანსებენ პრომოსკოვურ, „ევრაზიულ“ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში“, - წერია Freedom House-ის ანგარიშში.


საქართველოში კორუფციის დონის შეფასებისას, ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ქართულ საზოგადოებაში ნეპოტიზმი მზარდ პრობლემას წარმოადგენს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი