Freedom House-ი: საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესდა
12-04-2016, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,64 პუნქტიდან 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდაა. ამის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში - „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016“ -წერს.


ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, ვრცლად არის მიმოხილული საქართველოში განვითარებული მოვლენები და დღეს არსებული მდგომარეობა.


საქართველოში არსებული მმართველობა შეფასებულია, როგორც „გარდამავალი ხელისუფლება ან ჰიბრიდული რეჟიმი“.


ანგარიშის თანახმად, შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა, ანუ არ გაუმჯობესებულა და არ გაუარესებულა მდგომარეობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული დემოკრატიული მმართველობა (5,50 პუნქტი), საარჩევნო პროცესი ( 4,50 პუნქტი), სამოქალაქო საზოგადოება (3,75 პუნქტი), დამოუკიდებელი მედია (4.00 პუნქტი), ადგილობრივი დემორკატიული მმართველობა (5,25 პუქნტი), კორუფცია (4,50 პუქნტი).


ერთადერთი ცვლილება მოხდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით და აქ, შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაუმჯობესდა.


ანგარიშის ავტორები დადებითად აფასებენ, რომ 2015 წელს საქართველოში შეინიშნებოდა მეტი პოლიტიკური პლურალიზმი, ასევე შენელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო დევნის პროცესი. თუმცა, იყო სტაგნაციის ნიშნები სხვა, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების სფეროში.


ამ კუთხით ანგარიშის „ქართული ნაწილის“ ავტორი მაიკლ ჩეჩირე ”რუსთავი-2”-ის სასამართლო პროცესს განიხილავს და მიიჩნევს, რომ ეს მიანიშნებს პოლიტიკურ ზეწოლაზე მმართველი კოალიციის მხრიდან.


ანგარიშში მიმოხილულია 2016 წლის ქვეყნის პერსპექტივები და აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იქნება.


„ქართული ოცნებისთვის“ მხარდაჭერის დონის შემცირებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მეტწილად სტაგნაციური მხარდაჭერის გამო, არჩევნების მთავარი ბენეფიციარები შესაძლოა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები გახდნენ, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა.


ამ პარტიებში შედიან პრორუსული და ანტიდასავლური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, ფუნდამენტალურად შეცვალონ ქართული საპარლამენტო პოლიტიკა, თუმცა, არ მიიღებენ საკმარის მხარდაჭერას ძალაუფლების მოსაპოვებლად.


”რუსთავი 2”-ის ბედი და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმე კვლავ განხილვის საგანი იქნება“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი