84 წლის პარლამენტარი ქამერონის შეურაცხყოფისთვის თემთა პალატიდან გააძევეს (ვიდეო)
12-04-2016, 06:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ ქამერონმა თემთა პალატაში ე.წ. "პანამას დოკუმენტებით" გადასახადებზე გამჟღავნებული ინფორმაციის შესახებ 11 აპრილს განცხადება გააკეთა, მაგრამ ვერ დაარწმუნა ერთ-ერთი ვეტერანი პარლამენტარი ლეიბორისტული პარტიიდან, დენის სკინერი, რომელმაც პრემიერ მინისტრს კომენტარების საპასუხოდ "გაქნილი დეივი" უწოდა. ამგვარი შეფასების უკან წაღებაზე უარის თქმის შემდეგ სკინერი პალატიდან გააძევეს. მაგრამ სოციალური მედიის მომხმარებლები მას გამოექომაგნენ და მისი აქტიური დაცვა დაიწყეს.


სხდომის წამყვანმა ჯონ ბერქოუმ სთხოვა ვეტერან პარლამენტარს "მოეფიქრებინა სხვა ზედსართავი სახელი" ქამერონის დასახასიათებლად, რაზეც 84 წლის დეპუტატმა ასე უპასუხა: "ამ კაცმა [დევიდ ქამერონმა] ყველაზე მეტი გააკეთა ამ ქვეყნის დაყოფის მიზნით, ვიდრე ეს ვინმე სხვამ. იგი მის ჯიბეზე ზრუნავდა. მე კვლავ მივმართავ მას, როგორც გაქნილ დეივს. აწი რაც გინდათ, ის მოიმოქმედეთ."


ამ სიტყვების შემდეგ მას თემთა პალატა დაატოვებინეს და სხდომის დარჩენილ ნაწილზე დასწრების უფლება ჩამოართვეს. სოციალურ მედიაში სკინერის მხარდამჭერთა მთელი არმია გაჩნდა. "თვითერის" ერთ-ერთი მომხმარებელი, თომას ჰემინგფორდი წერს: "მხოლოდ დენის სკინერმა თქვა ის, რასაც ჩვენ ყველა ვფიქრობთ."

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი