“ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალი კომიტეტის - კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და კორუფციის პრევენციის კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოდის.
რეგლამენტში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტით პარლამენტს მათ უკვე მიმართეს.
ინიციატივის მიხედვით, კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და კორუფციის პრევენციის კომიტეტში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს უმრავლესობის წევრი.
“პროექტის მიზანს წარმოადგენს, ის რომ პარლამენტში არსებობდეს კომიტეტი, რომელიც მუდმივად გაუწევს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას მონიტორინგს. კერძოდ, აკონტროლოს კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის ანტიკორუფციული ინსტიტუტები, პროგრამები და მექანიზმების მუშაობის ეფექტიანობა, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის და სხვა ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულება, განახორციელოს ანტიკორუფციული თემების მონიტორინგი. კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს, თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან, საჭიროების შემთხვევაში იბარებს, ისმენს და გადაწყვეტილებას იღებს მოქალაქეთა, თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციების თაობაზე. გასწევს მაკონტროლებლის ფუნქციას. განახორციელებს ქმედით ღონისძიებებს, იქნება მუდმივმოქმედი და მიუხედავად პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობისა განაგრძობს საქმიანობას“, - განმარტავენ საკითხის ინიციატორები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.