ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვაკანტურ თანამდებობაზე, ამ დროისთვის ორი კანდიდატია დარეგისტრირებული.
რეგისტრაცია გაიარა უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, ვლადიმერ პაპავას მოადგილე მერაბ ელიაშვილმა და პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 5 აპრილს დაიწყო. რეგისტრაციის ბოლო ვადა 14 აპრილს 18.00 საათზე იწურება. კენჭისყრის პროცედურა კი 20 აპრილს 10.00 საათიდან 18.00 საათამდე გაიმართება. არჩევნების შედეგები არჩევნების დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი. თითოეულ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება, ანუ ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. თუ არჩევნებში გამოვლინდება ორი ან მეტი კანდიდატი თანაბარი ხმების ოდენობით, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 5 დღეში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარებასა და საორგანიზაციო საკითხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.