მცირეწლოვანის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 23 წლით პატიმრობა მიესაჯა
12-04-2016, 06:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პ.ფ. 10 წლის გოგონას გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენისთვის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ქვეპუნტითა და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით პ. ფ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 


პ.ფ.-ს ბრალდების საქმეზე ჩატარდა სასამართლოს 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების მხარის 30 მოწმე. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ზესტაფონის რაიონში პ.ფ-მ ძალადობით, ძალადობის გამოყენების მუქარით და უმწეო მდგომარეობის გამოყენებით გააუპატიურა 10 წლის გოგონა, ხოლო შემდეგ მცირეწლოვანთან დაამყარა გაუკუღმართებული სქესობრივი კონტაქტი.
სამართალდამცველებმა პ.ფ. 2015 წლის 4 ივნისს გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში დააკავეს.

 


აღსანიშნავია, რომ პ. ფ. წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული და სასამართლოს განაჩენით, მას ჩამორთმეული ჰქონდა ავტოტრანსპორტის საშუალების მართვის უფლება, მიუხედავად ამისა იგი არ ემორჩილებოდა დაკისრებულ აკრძალვას და ავტომობილს მართავდა.

 


ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ პ. ფ. დამნაშავედ სცნო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელების ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, პ.ფ.-ს საბოლოოდ განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი