არასამთავრობოები კამპანიის ”სამართალი ითხოვს” ფარგლებში საპროტესტო აქციებსაც გამართავენ - განუცხადა ჟურნალისტებს ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.
”ჩვენ ვითხოვთ, რომ სასამართლო სისტემასთან მიმართებაში განხორციელდეს რეალური საკანონმდებლო ცვლილებები, რათა პრაქტიკაში იყოს უზრუნველყოფილი მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მათ ჰქონდეთ ამ დამოუკიდებლობის ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები. დღეს, სამწუხაროდ, ეს გარანტიები არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სასამართლოში მძლავრობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ კონტროლი დაამყარონ მთლიანად სასამართლო სისტემაზე, რაც იქნება ძალიან ცუდი ამ ქვეყნისთვის.
ბუნებრივია, აქ მთავარი ადრესატი იქნება საქართველოს პარლამენტი და იუსტიციის სამინისტრო.
ეს არის რეფორმაზე პასუხისმგებელი უწყება. კამპანიის ფარგლებში იქნება ინტენსიური საუბარი პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსთან, პასუხისმგებელ უწყებებთან, პოლიტიკურ ძალებთან. კამპანია მათ შორის გამოიყენებს ქუჩის აქციებს მშვიდობიან და კანონიერ ფარგლებში. მივმართავ მოქალაქეებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი კამპანიას და გამოიყენონ ყველანაირი კანონიერი მეთოდი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა გახდეს შეუქცევადი რეალობა საქართველოში”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.