მანანა კობახიძე - სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავეა
12-04-2016, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე Freedom House-ის ანგარიშს დადებითად აფასებს.

 

”სასიხარულოა ასეთი ტიპის ანგარიში, რომელიც შეეხება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს, არამედ ზოგადად პოსტაბჭოურ სივრცეს და ხდება მიმოხილვა იქ არსებული ვითარების. ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე მოწინავე ადგილზე ამ ანგარიშის მიხედვით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში. ნამდვილად სასიხარულოა იმის მოსმენა, რომ დღეს ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არის დემოკრატიული და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება სწორი გზით მიდის”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო სისტემას, მისი თქმით, სისტემის დახვეწაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

 

”ჩვენ ვაპირებთ საარჩევნო რეფორმის დახვეწას. პრაქტიკულად ეს არის რეფორმის პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყანა 2016 წლის არჩევნების და შემდგომი პერიოდისთვის, როდესაც საბოლოოდ მიიღებს საარჩენო სისტემა იმ სახეს, რომელზეც კარგა ხანია ვმუშაობთ, რომელზეც შეთანხმდა სახელისუფლებო გუნდი. მე ვგულისხმობ სისტემურ ცვლილებას, საარჩევნო სფეროში, რაც კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს ქვეყანას და დემოკრატიის დონე და ხარისხი იქნება გაუმჯობესებული. ჩვენი მოწინააღმდეგეები ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, რომ თითქოს ქვეყანაში უარესდება სიტუაცია და ყველაფერი უკან მიდის, თუმცა ეს არის იმ ადამიანების მიზანმიმართულად გავრცელებული სიცრუე, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში ნიჰილიზმის, უიმედობის დანერგვას”, - განაცხადა კობახიძემ.

 

საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,64 პუნქტიდან 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდაა. ამის შესახებ საუბარია Fრეედომ Hოუსე-ის ანგარიშში სახელწოდებით "ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016".

ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, ვრცლად არის მიმოხილული საქართველოში განვითარებული მოვლენები და დღეს არსებული მდგომარეობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი