ლევან მურუსიძე - სასამართლო ხელისუფლება წინ მიდის, წინსვლა შევაჩეროთ?
12-04-2016, 08:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე არასამთავრობო სექტორის მიერ ახალი კამპანიის - ”სამართალი ითხოვს” დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება წინ მიდის.

 

”აღიარებენ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ სასამართლო ხელისუფლება წინ მიდის, ეს შევაჩეროთ?! საკონსტიტუციო სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იხილავს არასამთავრობოების სარჩელს, კონკურსის გამართვასთან დაკავშირებით და წინა დღით მოაწყვეს ასეთი შეკრება. მე არ ვარ წინააღმდეგი, შეიკრიბონ, მაგრამ ელემენტარულად, სასამართლო ხელისუფლებას კითხონ, როგორ ფიქრობს და მერე მიიღონ გადაწყვეტილება. რა შევაჩეროთ, წინსვლა შევაჩეროთ?”, - განაცხადა მურუსიძემ.

 

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კამპანია „სამართალი ითხოვს“ დაიწყო. 34 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიციის კამპანიის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა. კამპანიის მიზანია სასამართლო სისტემაზე კონტროლის გამყარების მცდელობის თავიდან აცილება და სასამართლოს პოლიტიკურ კლანური მმართველობისგან გათავისუფლება.

 

კოალიცია კამპანიის ფარგლებში კიდევ უფრო გააქტიურებას აპირებს, რათა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს ის საკითხები, რომლებიც დღეს უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს არსებობისთვის.

 

„სამართალი ითხოვს” შეწყდეს მოსამართლეების დანიშვნა, გაუმჭვირვალე და უსამართლო გზებით; შეწყდეს კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების დისციპლინური დევნა, დაჩქარდეს სასამართლო რეფორმა და გამოირიცხოს სასამართლოს წინააღმდეგ პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შანსი; მართლმსაჯულება დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა აღასრულონ,მოსამართლეებისთვის საქმეების გადანაწილება მოხდეს შემთხვევითობის წესით, რითიც თავიდან მოხდება აცილება საქმეების მართული მოსამართლეების მიერ წარმოება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი