თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი, ყველანაირ საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს მოკლებულია.
ამის შესახებ ალასანიამ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის არანაირი სამართლებრივი შედეგების მატარებელი არ იქნება.
"რა თქმა უნდა, დე-ფაქტო ცხინვალის რეგიონში, მათ მთავრობაში, მათ მიერ ჩატარებული ნებისმიერი ე.წ არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი, ყველანაირ საერთაშორისო სამართლებრივ და საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ შედეგებს მოკლებულია. ამას არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და არც ჩვენთვის, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ქართული მოსახლეობა და არა მარტო ქართული, ამ დადგმულ სპექტაკლში მონაწილოებას არ იღებს" - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ ნებისმიერი ინსინუაცია და განცხადების სერიოზულად გაკეთება ამ კუთხით მნიშვნელოვნად არ მიაჩნია.
მისივე განმარტებით, რუსეთის ფედერაციაში, გარკვეული ძალების უკვე გამოკვეთილი გეგმაა, რომ ქართულ საზოგადოებაზე კიდევ უფრო მეტი ზემოქმედება მოახდინონ.
"ამას ხშირად იტაცებს ქართული საზოგადოების შიგნით სოკოებივით ამოშლილი პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის გეგმა, რომელიც უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში, გარკვეული პერიოდის წინ დაისახა და მოვლენები იმ გეგმის მიხედვით ვითარდება. ამიტომ, ჩვენ ამ გეგმის ნაწილი არ უნდა გავხდეთ, არ უნდა ავყვეთ. ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაც" - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შერიგება, ჰუმანიტარული და სხვა სახის ურთიერთობების წინ წამოწევა დასჭირდება.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტის ახლადარჩეულმა ე.წ. სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტი ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხს ე.წ. რეფერენდუმზე, უახლოეს ხანებში დააყენებს.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტისას, აღნიშნული რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხი არ განუხილავს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წყაროზე დაყრდნობით წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.