საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ მიმართულებით განსახორციელებელ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრეს.
ტახტის მემკვიდრემ პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადა, რომ ის საქართველოს შესახებ ბევრ ინფორმაციას ფლობს და დაინტერესებულია კონკრეტულ სფეროებში ინვესტიციების განხორციელებით. თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს დაცულ, კონკურენტუნარიან, უსაფრთხო გარემოს სთავაზობს. მისივე თქმით, ქვეყანა სტაბიურობის კუთხით რეგიონში სამაგალითოა.
სასახლეში გამართული შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, რომელიც ინვესტიციების განსახორციელებლად კონკრეტულ სფეროებს შეისწავლის. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.
საუბრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა აბუ დაბის ტახტის მემკვიდრე საქართველოში მოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.