საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში უახლოეს მომავალში განხორციელდება ახალი ინვესტიციები არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და ასევე ხელი შეეწყობა საქართველოდან ჩვენი პროდუქციის ექსპორტს ამ ქვეყანაში.
"დღეს შედგა აბუდაბის ტახტის მემკვიდრესთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა. ვისაუბრეთ კონკრეტულად მომავალი ურთიერთობების პერსპექტივებზე, კონკრეტულ პროექტებზე. უახლოეს მომავალში შედგება ვიზიტი, გაერთიანებული არაბეთის საემიროებიდან ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის კონკრეტულ მიმართულებებს ინვესტიციების განსახორციელებლად. გუშინ ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და დუბაის მმართველთან ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან და ჩვენს ბიზნესმენებსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება ახალი ინვესტიციები ამ ქვეყნიდან საქართველოს რამდენიმე სექტორში. ასევე ხელი შეეწყობა საქართველოდან ჩვენი პროდუქციის ექსპორტს ამ ქვეყანაში, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შედეგია," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.