მიხეილ სააკაშვილი: როცა ვმართავდი საქართველოს, ვინმეს როდესმე უფიქრია, რომ ხვალ შეიძლება მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გამოვიდეს?!
12-04-2016, 13:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დახარჯეს მთელი ფული რაც დავუტოვეთ. დავუტოვეთ ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გამზადებული იყო უკვე და აამოქმედეს ეს საყოველთაო ჯანდაცვა და დახარჯეს მილიარდები, რომელიც დატოვებული იყო და დახარჯეს მილიარდები სხვა თემაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ქვეყანა აღმოჩნდა ჩიხში,“ ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა კიევიდან გადაცემა „არჩევანში“ პირდაპირი ჩართვისას გააკეთა.

 


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა განმარტა თუ რატომ ვერ შეძლო დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის წინ წაწევა და რატომ აღმოჩნდა „ქვეყანა ჩიხში“.

 


„ქვეყანა აღმოჩნდა ჩიხში, იმიტომ რომ ქვეყანას მართავს ადამიანი რომელმაც ქვეყანაში დაამკვიდრა პორნოგრაფიით კრატია. რა თემებზეა ლაპარაკი. მე ქართულ „ნიუსებზე“ გული მისკდება, ყოველ დღე არის თემა, ახალი ვიდეო გამოჩნდა თუ არა. როდისმე ჩემს დროს გაგიგიათ ესეთი რამე? გაგიგიათ როდისმე, რომელიმე დღეს, როცა ვმართავდი საქართველოს, ვინმეს როდესმე უფიქრია, რომ ხვალ შეიძლება მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გამოვიდეს, როდესმე გამოსულა? და კიდევ თავხედურად, იდიოტურად რომ ამბობდნენ, რომ მაშინ... უკაცრავად მაგრამ როდესმე გაგიგიათ „ავადსახსენებელ“ 9 წლის განმავლობაში ამაზე ლაპარაკი? ჩვენ დროს თემა იყო, გავხსენით ახალი უნივერსიტეტი, გავხსენით ახალი გზის მონაკვეთი, გავხსენით ახალი რაღაც დიდი კომპლექსი, დავასაქმეთ ამდენი ხალხი, გავაკეთე ეს და ახლა თემაა - გამოვიდა თუ არა ახალი ვიდეო. შესაბამისად, როგორც გავბანძდით, ისე სიბანძეში ვცხოვრობთ ეხლა, რა გიკვირთ მითხარი?“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი