ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა გამოაცხადა, რომ მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებას და შეთქმულებას აწყობენ. მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ტემერი „კონსპირატორებს“ შორის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ამის შესახებ BBC წერს.
პრეზიდენტმა - რომელიც ეროვნულ კონგრესში იმპიჩმენტის წინაშე დგას - აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ერთ-ერთი მეთაურია შეთქმულების, რომლის მიზანიც მისი ჩამოგდებაა.
რუსეფმა განაცხადა, რომ აუდიო გზავნილი, რომელიც ორშაბათს ტემერმა გაავრცელა, კონსპირაციის სამხილია.
გზავნილში, ტემერი ჩანს, რომ თანხმდება შეცვალოს რუსეფი პრეზიდენტის პოსტზე. იგი ასევე მოუწოდებს მთავრობას ეროვნული ერთობისა და თანხმობისაკენ.
გზავნილი გულისხმობდა იმას, რომ რუსეფის იმპიჩმენტი უკვე მომხდარი ამბავი იყო. ტემერმა განაცხდა, რომ გზავნილი შემთხვევით გამოქვეყნდა - როგორც მისმა ოფისმა თქვა, ის მრჩევლებს შეცდომით გაეგზავნათ.
ჩანაწერი ბრაზილიის მედიით გავრცელდა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე კონგრესის კომიტეტში მნიშვნელოვანი კენჭისყრა გაიმართებოდა იმის შესახებ, გაგრძელებულიყო თუ არა იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ რუსეფის წინააღმდეგ.
კონგრესის კომიტეტის 65 წევრიდან იმპიჩმენტის პროცედურის გაგრძელებას ხმა 38-მა 27-ის წინააღმდეგ მისცა.
მთელი ყურადღება ახლა გადატანილი იქნება ქვედა პალატაში გასამართ სრულ კენჭისყრაზე, რომელიც დედაქალაქ ბრაზილიაში კვირას უნდა შედგეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კონგრესის გარშემო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული. შენობას და მიმდებარე პერიმეტრს ათასობით პოლიციელი დაიცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.