IMF: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ შესაძლოა "მწვავე რეგიონული და გლობალური ზიანი" გამოიწვიოს
13-04-2016, 00:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ შესაძლოა "მწვავე რეგიონული და გლობალური ზიანი" გამოიწვიოს. ამგვარ გამაფრთხილებელ მოსაზრებას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.


ე.წ. "Brexit" -ი (შენიშვნა: Brexit-ი, "British exit"-ის აბრევიატურაა, რაც უკავშირდება იმის შესაძლებლობას, რომ ბრიტანეთი გავიდეს ევროკავშირიდან) მოშლის დაფუძნებულ სავაჭრო ურთიერთობებს და "მთავარი გამოწვევების" წინაშე დააყენებს, როგორც დიდ ბრიტანეთს, ისე ევროპას, აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში. მათივე მოსაზრებით, რეფერენდუმმა უკვე შექმნა გაურკვევლობა ინვესტორებში და ევროკავშირიდან გასვლაზე კენჭისყრა მხოლოდ გააძლიერებს ამას.  


საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ერთ-ერთი მთავარი დედაბოძი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგისა, რომელიც აღჭურვილია მანდატით ზედამხედველობა გაუწიოს საერთაშორისო მონეტარულ და ფინანსურ სისტემას, ასევე დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდის მის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ციფრებს ამცირებს. იგი ახლა დიდი ბრიტანეთის 2016 წლის ეკონომიკის 1.9%-ით ზრდას მოელის, მაშინ როცა იანვრის შეფასებით, ზრდა 2.2% უნდა ყოფილიყო. მომავალ წელს კი 2.2% ზრდას მოელის და ამ კუთხით ადრინდელ პროგნოზს უცვლელად ტოვებს.


თუ კი 23 ივნისის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმეტესობა ხმას მისცემს ევროკავშირის დატოვებას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკვე ევროკავშირიდან გასულ ბრიტანეთთან შეთანხმებების გაჭიანურებას მოელის, რაც, როგორც  ის გამაფრთხილებლად აცხადებს, "შესაძლოა მძიმედ დააწვეს ნდობასა და ინვესტიციას, მაშინ როცა ყოველივე ეს გაზრდის ფინანსური ბაზრის მერყეობას".


სავალუტო ფონდი ასევე დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება შეაფერხებს და შეამცირებს ორმხრივ სავაჭრო და ფინანსურ ნაკადებს" და შეზღუდავს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინტეგრაციისაგან მიღებულ სარგებელს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი