"სახიფათოა იმის აღქმა, რომ საქართველოს პოლიტიკას მართავს ანგარიშვალდებულიანი სისტემის მიღმა მდგარი აქტორები. ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ ამ გავლენის ნიშნებს, რომ ივანიშვილს აქვს სისტემაზე გავლენა," აღნიშნული განცხადება “ფრიდომ ჰაუსის” ყოველწლიური ანგარიშის “გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები” პროექტის დირექტორმა ნეით შენქენმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა.
შეკითხვაზე - პირველად 25 წლის განმავლობაში საუბარია ჩრდილოვან მმართველობაზე. ანგარიშში ნახსენებია ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, როგორ აისახება ეს ფაქტორი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და მის აღქმებზე? - შენქენი ასე პასუხობს:
"აღქმებზე საუბარი უფრო ადვილია, რადგან, ზოგადად, არაფორმალური მმართველობის დამტკიცება უფრო რთულია. ანგარიშისთვის და მეთოდოლოგიისთვის, რომელიც დამტკიცებადი ფაქტების თავმოყრას ცდილობს, რთული გასაზომია მთავრობის გადაწყვეტილებებზე სცენის მიღმა მდგარი მილიარდერის ზუსტი გავლენა.
არაფორმალური მმართველობის აღქმა ცალმხრივად საზიანოა. სახიფათოა იმის აღქმა, რომ საქართველოს პოლიტიკას მართავს ანგარიშვალდებულიანი სისტემის მიღმა მდგარი აქტორები. ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ ამ გავლენის ნიშნებს, რომ ივანიშვილს აქვს სისტემაზე გავლენა. რთული სათქმელია თუ როგორ მოგვარდება ეს საკითხი, რთულია ვთქვათ თუ რა მექანიზმებით მოხდება ამ არაფორმალური გავლენის შემცირება."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.