უელსის სამიტზე არ იქნება საუბარი MAP-ზე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, სამიტზე შეთავაზებული იქნება პაკეტი, რომელიც შემუშავდება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
"უელსის სამიტზე არ იქნება საუბარი MAP-ზე, თუმცა ალიანსი მხარდაჭერას გამოუცხადებს საქართველოს ნატო-სთან დაახლოების კუთხით. ეს იქნება ძირითადი პაკეტი, რომელიც შემუშავდება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით სამიტამდე დარჩენილ პერიოდში. მე, სამწუხაროდ, ვერ დაგისახელებთ ელემენტებს, რომლებზეცაა საუბარი, მაგრამ შეგახსენებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას – საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.