დავით ნარმანია: 2017 წელს თბილისში 13 ახალი ბაღი აშენდება
13-04-2016, 02:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს თბილისში 13 ახალი ბაღი აშენდება.

 


„საბავშვო ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენი ინტენსიური ტემპი არათუ შენელდება, არამედ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. 2017 წლისთვის 30 ახალი საბავშვო ბაღი უნდა ჩავაბაროთ ქალაქს. 7 ბაღის მშენებლობა დავიწყეთ გასულ წელს, 10-ის მიმდინარე წელს და მომავალ წელს დაიწყება 13 ბაღის მშენებლობა. 2017 წელს საბავშვო ბაღების მშენებლობა იქნება ისეთ მისამართებზე, სადაც ძალიან მაღალია მოთხოვნა ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან.

 

 

კერძოდ, ბაღები აშენდება გურამიშვილის #4-ში, მუხიანის დასახლების 1 მიკრორაიონში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, გლდანის დასახლებაში, გლდანის ხევის მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩაზე, მუხიანში საერთო საცხოვრებლების მიმდებარედ, სანერგე მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ა.შ. ვავალებთ ბაღების მართვის სააგენტოს კიდევ უფრო გააძლიეროს მუშაობა აღნიშნულ ტერიტორიებზე, დროულად მოამზადოს დოკუმენტაცია. ყველა ბაღი, რომელიც აშენდება, უნდა იყოს ენერგოეფექტური და უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი“, - განაცხადა ნარმანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი