მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ პირად, მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურ თანამდებობას აღარ იკავებს. აღნიშნულის შესახებ NDI-ის კვლევა იტყობინება.
რესპონდენტთა მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირი, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა, ხოლო არც ერთ მოსაზრებას არ იზიარებს გამოკითხულთა 4%.
კვლევების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 25% კი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი და ამასთან, ეკავოს ოფიციალური თანამდებობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.