დავით უსუფაშვილი NDI-ის კვლევებზე: რას ამბობს ქართველი ხალხი პარლამენტის თაობაზე, ეს საპარლამენტო არჩევნების დროს გამოჩნდება
13-04-2016, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რას ამბობს ქართველი ხალხი პარლამენტის თაობაზე, ეს საპარლამენტო არჩევნების დროს გამოჩნდება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი NDI-ის კვლევის შედეგების იმ ნაწილს, რომელიც პარლამენტს ეხება.

 

 

”საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალია მსოფლიო საპარლამენტო არჩევნებს შორის. დარწმუნებული ვარ, ოქტომბერში ასეთივე მაღალი მაჩვენებელი იქნება. მე ეს კონკრეტული მაგალითებით ვიცი - აიღეთ ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელი და ნახავთ, რომ მოსახლეობის ინტერესები პარლამენტისადმი, საპარლამენტო არჩევნებისადმი იყო მაღალი, არის მაღალი და იქნება მაღალი. რაც შეეხება იმას, ვინ კმაყოფილია თუ უკმაყოფილოა თავისი არჩევანით, მაჟორიტარით თუ მის მიერ არჩეული პოლიტიკური პარტიით, მოდის ახალი არჩევნები და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გააკეთოს უფრო დაფიქრებული და მისთვის უფრო მისაღები არჩევანი”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

 

 

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა 21%-მა საერთოდ არ იცის. კითხვაზე, რამდენად იცით პარლამენტის საქმიანობის შესახებ - 7% აცხადებს, რომ იცის კარგად, 71% აცხადებს, რომ მეტ-ნაკლებად იცის, ხოლო - 21%-მა საერთოდ არ იცის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი