უკრაინის პრემიერის პოსტს ვლადიმერ გროისმანი დაიკავებს
13-04-2016, 02:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ლიდერი იური ლუცენკო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურისა და შემადგენლობის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.

 

უკრაინული მედიის ცნობით, ბლოკის წევრებმა დაადასტურეს, რომ პრემიერის პოსტს ვლადიმერ გროისმანი დაიკავებს. თუმცა ზოგიერთი წყარო აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჯერ ადრეა, ვინაიდან უმაღლესი რადას შეხვედრა ჯერ წინ არის.

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ და „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამიტომაც დიდი ალბათობით „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენლები სამთავრობო შემადგენლობიდან გავლენ.

 

„ჩვენ დიდი ალბათობით მთავრობას დავტოვებთ“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.
ახალ სამთავრობო შემადგენლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ გაიმართა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი