NDI - პოლიტიკოსებს შორის "მოწონების" მხრივ უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ლიდერობს, ხოლო "არმოწონების" მხრივ კი ბიძინა ივანიშვილი
13-04-2016, 02:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

NDI-ს კვლევების თანახმად, კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი მოსწონთ, გამოკითხულთა 15%-მა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დაასახელა, გამოკითხულთა 7%-ს ირაკლი ალასანია მოსწონს; 6%-ს - შალვა ნათელაშვილი, 5%-ს - გიორგი კვირიკაშვილი, 3%-ს კი - დავით სერგეენკო მოსწონს.


როგორც NDI საქართველოს ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა განაცხადა, აქამდე ჩატარებულ კვლევებში ინტერვიუარები თავად სთავაზობდნენ რესპოდენტებს პოლიტიკოსების ჩამონათვალს, თუმცა ახლა რესპოდენტებს მოსაწონი და არ მოსაწონი პოლიტიკოსების დასახელება თავად შესთავაზეს.


კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ“, პასუხი „არ ვიცი“ რესპოდენტთა 28% -მა გასცა, ხოლო პასუხის გაცემაზე უარი 10%-მა განაცხადა.


რაც შეეხება იმ პოლიტიკოსებს, რომელიც არ მოსწონთ, სიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს 4%-ით. გამოკითხულთა 3%-ს არ მოსწონს ეკა ბესელია; ასევე 3%-ს არ მოსწონს გიგა ბოკერია და გოგი თოფაძე, 2%-ს არ მოსწონს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი; აღნიშნულ კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ გამოკითხულთა 42%-მა გასცა, უარი პასუხზე კი - 16%-მა განაცხადა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი